1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები

1.1.წყალბადი

კითხვა:

რომელი ფიზიკური მახასიათებლით განისაზღვრება წყალბად-იონების კონცენტრაცია წყალხსნარებში?

 

პასუხი:

წყალბად-იონების კონცენტრაცია წყალხსნარებში განისაზღვრება წყალბადის მაჩვენებლით pH-ით. ეს ცნება შემოიტანა დანიელმა ბიოქიმიკოსმა სორენ პეტერ ლაურიც სიორენსენმა. p არის დანიური სიტყვა “potenz”-ის (“Power”, რაც ქართულად ძალას ნიშნავს) პირველი ასო. pH – წყალბად-იონთა კონცენტრაციის ათობითი ლოგარითმია უარყოფითი ნიშნით: pH = -lg[H+].