8.მე-8 ჯგუფის ელემენტები
8.1.რკინა
კითხვა:
როგორ გარდაიქმნება რკინა ტენიან ჰაერზე? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.
პასუხი:
სუფთა რკინა ჰაერზე მდგრადია. ის საშუალო აქტიურობის მქონე მეტალს წარმოადგენს. მინარევებიანი რკინა კოროზიას ადვილად განიცდის. ოთახის ტემპერატურაზე რკინა რეაგირებს ჰაერის ჟანგბადთან და ტენთან წარმოქმნის მურა წითელ ოქსიდს:
Fe + O2 + nH2O → Fe2O3·nH2O