8.მე-8 ჯგუფის ელემენტები

8.1.რკინა

კითხვა:

რატომ მიაკუთვნებენ ნიკელსა და კობალტს რკინის ოჯახს?

 

პასუხი:

მერვე ჯგუფის d-ელემენტები სამ ტრიადად არიან განაწილებულნი.
პირველი ტრიადის სამი ელემენტია რკინა, კობალტი და ნიკელი, რომლებსაც ძალიან მსგავსი ქიმიური თვისებები აქვთ. რკინის ტრიადის ელემენტების ფიზიკური და ქიმიური თვისებები განსხვავებულია პლატინის ჯგუფის ელემენტების ფიზიკური და ქიმიური თვისებებისაგან. ამიტომ, მერვე ჯგუფის d-ელემენტების დასახასიათებლად ხელსაყრელია რკინის ჯგუფის ელემენტების გამოყოფა პლატინის ჯგუფის ელემენტებისაგან.