7.მე-7 ჯგუფის ელემენტები
7.1.მანგანუმი
კითხვა:
რა დადებით როლს ასრულებს მანგანუმი ცოცხალ ორგანიზმებში? რა პათოლოგიას იწვევს ადამიანის ორგანიზმში მანგანუმის ნაკლებობა?
პასუხი:
მანგანუმი შედის ყველა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედში. მცენარეებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთიერებაა - ქლოროფილი მანგანუმის კომპლექსნაერთია. ადამიანის და ცხოველების სისხლი 0.02 მგ/ლ მანგანუმს შეიცავს. ის მონაწილეობს და ცილების სინთეზსა და ნივთიერებათა ცვლაში. მანგანუმი ააქტიურებს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციას. მანგანუმი მონაწილეობს ძუძუმწოვრების ძვლების ფორმირებაში; მისი ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს ძვლების დეფორმაციას.