1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები

1.1.წყალბადი

კითხვა:

თერმოქიმიის თვალსაზრისით, როგორი პროცესია Hˉ-იონის წარმოქმნა?

 

პასუხი:

ატომური წყალბადისათვის Hˉ-ის წარმოქმნა ეგზოთერმული პროცესია, ხოლო წყალბადის მოლეკულისათვის პროცესი ენდოთერმულია. Hˉ-ის წარმოქმნის ენთალპია 144.7 კჯ/მოლია:

 ½ H2(ა) →  H(ა)   ΔH° = 217,5 კჯ/მოლი

H(ა) + e- →  Hˉ(ა) ΔH° = -72,8 კჯ/მოლი

½ H2(ა) + e→  Hˉ(ა) ΔH° = 144 ,7კჯ/მოლი

 

ატომური წყალბადი ადვილად აღადგენს მეტალებს ოქსიდებიდან, უშუალოდ უერთდება გოგირდს, აზოტს, ფოსფორს; ჟანგბადთან წარმოქმნის პეროქსიდს.