7.მე-7 ჯგუფის ელემენტები
7.1.მანგანუმი
კითხვა:
როგორ მიმდინარეობს Mn2+-ის მარილების ძლიერი მჟანგავებით დაჟანგვის რეაქციები ტუტე არეში?
პასუხი:
Mn2+-ის მარილები ტუტე არეში ძლიერი მჟანგავებით მანგანატამდე იჟანგება (რეაქცია მიმდინარეობს მაღალ ტემპერატურაზე, მორეაგირე ნივთიერებების შელღობით):
3 MnSO4 + 2 KClO3 + 12 KOH → 3 K2MnO4 + 2 KCl + 3 K2SO4 + 6 H2O
ხოლო ისეთი ძლიერი მჟანგავი, როგორიცაა PbO2, მჟავა არეში Mn2+-ს Mn7+-მდე ჟანგავს:
2 MnSO4 + 5 PbO2 + 6 HNO3 → 2 HMnO4 + 3 Pb(NO3)2 +2 PbSO4+ 2H2O