7.მე-7 ჯგუფის ელემენტები
7.1.მანგანუმი
კითხვა:
რა გამოყენება აქვს ტექნიკაში MnO2-ს? მოიყვანეთ შესაბამისი მაგალითები.
პასუხი:
MnO2, როგორც იაფი მჟანგავი, ტექნიკაში ფართოდ გამოიყენება. ძლიერი მჟანგავების მოქმედებით კი, თავად იჟანგება:
3 MnO2 + KClO3 + 6 KOH → 3 K2MnO4 + KCl + 3 H2O
აზოტმჟავა MnO2-ზე არ მოქმედებს. აღმდგენის თანაობისას კი, წარმოიქმნება Mn(NO3)2.
როგორც ცნობილია, MnO2 გამოიყენება ზოგიერთი რეაქციის კატალიზატორად, მაგალითად:
- წყალბადის პეროქსიდის დაშლა:
2 H2O2 → 2 H2O + O2
- ბერთოლეს მარილის დაშლა:
2 KClO3 → 2 KCl + 3 O2
წყალბადის პეროქსიდი მჟავა არეში ურთიერთქმედებს MnO2-თან, როგორც აღმდგენი:
MnO2 + H2O2 + H2SO4 → MnSO4 +O2 +2H2O