1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები

1.1.წყალბადი

კითხვა:

რა როლს ასრულებს წყალბადი მეტალებთან ურთიერთქმედებისას და მისი რომელი იონი წარმოიქმნება ამ დროს?

 

პასუხი:

წყალბადი ავლენს როგორც აღმდგენ, ისე მჟანგავ ბუნებას. არამეტალებთან რეაქციებში იგი აღმდგენია, მეტალებთან რეაქციებში კი - მჟანგავი. აქტიურ მეტალებთან წყალბადი, ჰალოგენების მსგავსად, წარმოქმნის იონურ ნაერთებს, რომლებიც წყალბადს ჰიდრიდ-იონის (Hˉ) სახით შეიცავენ.