7.მე-7 ჯგუფის ელემენტები
7.1.მანგანუმი
კითხვა:
როგორია მანგანუმის კოორდინაციული რიცხვი Mn(II)-ის მარილების შესაბამის კრისტალჰიდრატებში? დაწერეთ ამ კრისტალჰიდრატების ქიმიური ფორმულები?
პასუხი:
Mn2+-ის მარილები წყალხსნარებიდან გამოიყოფა ვარდისფერი კრისტალჰიდრატების სახით, მაგალითად, MnCl2·4H2O, Mn(NO3)2·6H2O, Mn(ClO4)2·6H2O; Mn2+-ის დამახასიათებელი კოორდინაციული რიცხვი 6-ის ტოლია, ხოლო კონფიგურაცია ოქტაედრულია. Mn2+-ის ნაერთები (d5-კონფიგურაციის გამო) პარამაგნიტურია. Mn2+-ის იმ კრისტალჰიდრატებში, სადაც წყლის მოლეკულების რიცხვი 6-ზე ნაკლებია, ლიგანდის როლს მარილის ანიონები ასრულებს.