7.მე-7 ჯგუფის ელემენტები
7.1.მანგანუმი
კითხვა:
მანგანუმის ელექტროქიმიური მეთოდით მისაღებად ელექტროდად რომელი მეტალის შენადნობი გამოიყენება? რატომ მიანიჭეს ამ ელექტროდს უპირატესობა?
პასუხი:

აკადემიკოსი რაფიელ აგლაძე (1911-1989)
ელექტროლიზის (ჰიდრომეტალურგიული) მეთოდით მანგანუმის მისაღებად გამოიყენება გამოჩენილი ქართველი მეცნიერის და გამომგონებლის, აკადემიკოს რაფიელ აგლაძის მიერ შემუშავებული ტიტან-მანგანუმის შენადნობისგან დამზადებული ახალი ტიპის ანოდი, რითაც თავიდან იქნა აცილებული ადრე გამოყენებული ტიტანის ელექტროდის არსებითი ნაკლი - ექსპლოატაციის დროს გაპასიურება. ამ გამოგონების დანერგვისათვის მას, 1943 წელს, საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა ქიმიკოსს (32 წლის ასაკში) მიენიჭა სახელმწიფო პრემია.
ჩვენი სტუმრები
ნანა ძაძამია
ქიმიის მასწავლებლობა ეს არის შესაძლებლობა მოსწავლეები ამოგზაურო ჯადოსნურ სამყაროში
სწრაფი ბმულები




