1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები
1.1.წყალბადი
კითხვა:
რომელ ქიმიურ რეაქციას და წყალბადის რომელ თვისებას ეფუძნება შესაბამისი საწვავი ელემენტის დამზადება? რა მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად ამ ელემენტის გამოყენებისას?
პასუხი:
წყალბადის წვის დროს დიდი რაოდენობით სითბო გამოიყოფა:
2H2 + O2 → 2 H2O ΔH° = - 484კჯ/მოლი
წვის პროდუქტი წყალია, ამიტომ წყალბადი “ეკოლოგიურად სუფთა” საწვავად მიიჩნევა. მომავალში, წყალბადი ენერგიის ერთ-ერთი ალტერნატიული წყარო გახდება