6.მე-6 ჯგუფის ელემენტები
6.1.ქრომი
კითხვა:
როგორ მიიღება Cr2O3-დან ა) კალიუმის ქრომიტი და ბ) კალიუმის ქრომატი? შეადგინეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების განტოლებები.
პასუხი:
ა) მაღალ ტემპერატურაზეტუტესთან Cr2O3-ის შელღობით მიიღება კალიუმის ქრომიტი:
Cr2O3 + 2 KOH → 2 KCrO2 + H2O
ბ) Cr3+-ის ნაერთები ძლიერი მჟანგავების მოქმედებით იჟანგება Cr6+-მდე:
Cr2O3 + 6 KOH + H2O → 2 K3[Cr(OH)6]
2 K3[Cr(OH)6] + 3 Br2 + 4 KOH → 2 K2CrO4 + 6 KBr + 8 H2O