6.მე-6 ჯგუფის ელემენტები

6.1.ქრომი

კითხვა:

როგორ ღებულობენ სუფთა ქრომს? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.

 

პასუხი:

სუფთა ქრომის მისაღებად ჯერ ღებულობენ ქრომ(III)-ის ოქსიდს, შემდეგ აღადგენენ მას ალუმინთერმული გზით, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

  • იღებენ ნატრიუმის ქრომატს, რომლის მისაღებადაც რკინის ქრომიტს ალღობენ სოდასთან ჰაერის ჟანგბადის თანაობით:

4 FeO·Cr2O3 + 8 Na2CO3 + 7 O2 → 8 Na2CrO4 + 2 Fe2O3 + 8 CO2­

 

  • ქრომატი გადაჰყავთ დიქრომატში:

2 Na2CrO4 + H2SO4 → Na2Cr2O7 + Na2SO4 + H2O

 

  • დიქრომატს აღადგენენ Cr2O3-მდე:

2 Na2Cr2O7 + 2 C → Cr2O3 + Na2CO3 + CO

 

  • Cr2O3-დან ალუმინთერმიით მიიღება ქრომი:

Cr2O3(მყარი) + 2 Al(მყარი)→ 2 Cr(მყარი) + 2 Al2O3(მყარი)