5.მე-5 ჯგუფის ელემენტები

5.1.ვანადიუმი

კითხვა:

რომელ არეშია მდგრადი ვანადატ-იონები? რა ხდება მჟავა არეში? რა ცვლილებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი ხსნარის pH-ის და მარილის კონცენტრაციის შეცვლისას?

 

პასუხი:

ვანადატ-იონებიმდგრადია ძლიერ ტუტე-გარემოში, ტუტე გარემოს შესუსტებით იონის შედგენილობა რთულდება, ხოლო მჟავა გარემოში ადგილი აქვს V2O5·nH2O-ის ნალექის წარმოქმნას. ხსნარის pH-ის და მარილის კონცენტრაციის შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს ერთი შედგენილობის ვანადატის სხვა შედგენილობის ვანადატად გარდაქმნა.