5.მე-5 ჯგუფის ელემენტები
5.1.ვანადიუმი
კითხვა:
როგორ მიიღება V2O5? რა პირობებში ურთიერთქმედებს V2O5 ტუტეებთან? რომელი ნაერთები წარმოიქმნება ამ რეაქციის შედეგად?
პასუხი:
V2O5 ნარინჯისფერი კრისტალური ნივთიერებაა. ის მიიღება ფხვნილისებრი ვანადიუმის გახურებით ჟანგბადის გარემოში:
4 V + 5 O2 → V2O5
ლაბორატორიაში V2O5 მიიღება NH4VO3-ის თერმული დაშლით:
2 NH4VO3 → V2O5 + 2 NH3 + H2O
V2O5 ადვილად იხსნება ტუტეებში მეტავანადიუმის მჟავას (HVO3) მარილების წარმოქმნით, რომლებსაც ვანადატები ეწოდება.
V2O5 + 2 KOH → 2 KVO3 + H2O
ოქსოვანადატები რთული შედგენილობისა და აღნაგობის ნაერთებია. ყველაზე მარტივი შედგენილობის არის MVO3 და M3VO4. ისინი მეტწილად პოლიმერებს წარმოადგენენ.