5.მე-5 ჯგუფის ელემენტები
5.1.ვანადიუმი
კითხვა:
რომელ ოქსიდებს წარმოქმნის ვანადიუმი და რა თვისებებით ხასიათდება ეს ოქსიდები?
პასუხი:
ვანადიუმი წარმოქმნის ოთხ ოქსიდს: VO, V2O3, VO2 და V2O5. V2O5 ავლენს ამფოტერულ ბუნებას მჟავა ბუნების დომინირებით; VO2 - ამფოტერულია; VO - ავლენს მხოლოდ ფუძე თვისებებს; V2O3 - ამფოტერული ბუნებისაა, ფუძე ბუნების დომინირებით.