5.მე-5 ჯგუფის ელემენტები
5.1.ვანადიუმი
კითხვა:
როგორ ღებულობენ ვანადიუმს მრეწველობაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლებები.
პასუხი:
ვანადიუმის მისაღებად, თავდაპირველად, მისი ბუნებრივი ნაერთები გადაჰყავთ ოქსიდებში ან რომელიმე მარტივ ან კომპლექსურ ჰალოგენიდებში. შემდეგ, ვანადიუმს ღებულობენ მისი ქლორიდის წყალბადით ან V(III)-ის ოქსიდის მაგნიუმთერმული აღდგენით და VI2-ის თერმული დისოციაციით:
V2O3 + 3 Mg → 3 MgO + 2 V
VI2 → V + I2