5.მე-5 ჯგუფის ელემენტები
5.1.ვანადიუმი
კითხვა:
რომელი ნაერთების სახით არის გავრცელებული ვანადიუმი ბუნებაში?
პასუხი:
ვანადიუმის ნაერთები ფართოდაა გავრცელებული ბუნებაში, მაგრამ ისინი ძალიან გაფანტულნი არიან და არ წარმოქმნიან რაიმე მნიშვნელოვან საბადოებს. დედამიწის ქერქში ვანადიუმის შემცველობა 0.005%-ია (მასით). ვანადიუმს შეიცავს რკინისა და პოლიმეტალური საბადოები. ცნობილია მისი მინერალები: პატრონიდი - VS2, ვანადინიტი Pb5(VO4)3Cl, როსკოელიტი - KV3[Al2Si3O10](OH)2 და სხვ.