5.მე-5 ჯგუფის ელემენტები

5.1.ვანადიუმი

კითხვა:

როგორი ჟანგვითი რიცხვებია დამახასიათებელი მე-5 ჯგუფის ელემენტებისთვის? რაზეა დამოკიდებული შესაბამისი ნაერთების გეომეტრია და მდგრადობა?

 

პასუხი:

ნაერთებში ვანადიუმი ავლენს რამდენიმე ჟანგვით რიცხვს: +2, +3, +4 და +5, რომელთაგან ყველაზე მდგრადია V4+. V2+-ის ნაერთები არამდგრადია და ადვილად იჟანგებიან ჰაერის ჟანგბადით.