4.მე-4 ჯგუფის ელემენტები

4.1.ტიტანი

კითხვა:

რა პირობებში და როგორ ურთიერთქმედებს წვრილად დისპერგირებული ტიტანი კონც. გოგირდმჟავასთან და მარილმჟავასთან?

 

პასუხი:

წვრილად დისპერგირებული ტიტანი გაცხელებისას ურთიერთქმედებს კონცენტრირებულ გოგირდმჟავასთან შემდეგი რეაქციის განტოლების შესაბამისად:

Ti + 5 H2SO4 → H2[Ti(SO4)3] + 2 SO2 + 4 H2O

 

ტიტანი გაცხელებისას იხსნება მარილმჟავაში და წარმოქმნის Ti(III)-ის აკვაკომპლექსს − [Ti(OH2)6]3+:

2 Ti0 + 6 OH3+ + 6 H2O → 2[Ti(OH2)6]3+ + 3 H2