რისგან მზადდება პლასტელინი?
ბავშვები 65 წელია პლასტელინით თამაშობენ. პლასტელინის ზუსტი ინგრედიენტები მწარმოებლებმა იციან, თუმცა აქ წარმოდგენილია ის ძირითადი ნაერთები, რომლებიც პლასტელინს პლასტიკურს ხდის.
წყალი და სახამებელი პლასტელინის ძირითადი კომპონენტებია. იგი უმეტესად შეიცავს ხორბლის ფქვილს, რომელშიც სახამებელი დაახლოებით 25% ამილოზის, ხოლო 75% ამილოპექტინის სახითაა წარმოდგენილი. სახამებლის გრანულებზე თბილი წყლის დამატება იწვევს მათ გაბერვასა და ჟელატინისებრი მასის წარმოქმნას იმის გამო, რომ შაქრისა და წყლის მოლეკულებს შორის წყალბადური ბმები წარმოიქმნება.
ნარევზე დამატებით ამილოპექტინის დამატება იცავს რეტროგრადირებისაგან (ან გამყარებისაგან), რაც ხდება მაშინ, როცა ამილოზის მოლეკულები კრისტალურ მესერს წარმოქმნიან.
მარილი ამცირებს სახამებლის ჰიდრატაციის რიცხვს და ხელს უშლის სოკოების გამრავლებას. მარილი შეიძლება იყოს: ნატრიუმის, კალიუმის ან კალციუმის ქლორიდები.
ამილოპექტინის დამატება პლასტელინს წებოვანს ხდის. საპოხი საშუალებები, როგორებიცაა: მინერალური ან ბოსტნეულის ზეთი, და ზედაპირულად აქტიური ნაერთები: პოლიეთილენ-გლიკოლესტერები, წებოვნობას ამცირებენ.
კონსერვანტებს, როგორებიცაა: კალციუმის პროპიონატი, ნატრიუმის ბენზოატი, პარაბენები ან ბურა, შეუძლიათ მიკრობების ზრდის პრევენცია.
არომატიზატორი, როგორიცაა ვანილინი, პლასტელინის სუნს აუმჯობესებს, ხოლო პიგმენტები ხასხასა ფერებს უზრუნველყოფენ.
ბიბლიოგრაფია და დამატებითი საკითხავი:
https://cen.acs.org/materials/Periodic-Graphics-Play-Doh-made/99/i35
თარგმანი: ლაშა ხუციშვილი