საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია ახორციელებს პროექტს „მასწავლებელთა საგნობრივი გაერთიანებების ჩართულობა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისათვის რეკომენდაციების შემუშავება“.

პროექტის მიზანია კვლევის ჩატარება და საჯარო განხილვის მოწყობა. ამიტომ სპქა თხოვნით მიმართავს ყველა დაინტერესებულ ქიმიის პედაგოგს, აქტიურად ჩაერთონ როგორც კვლევაში, ისე საჯარო განხილვაში. კვლევაში მონაწილეობა ითვალისწინებს კითხვარის შევსებას და ეროვნულ სასწავლო გეგმასა და მასწავლებლის სტანდარტთან დაკავშირებული რეკომენდაციების მოწოდებას.