საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია ახორციელებს პროექტს „შეიყვარე პროფესია, შეაყვარე სხვას“, რომლის მიზანია სტუდენტებსა და მოსწავლეებში ქიმიის დისციპლინის პოპულარიზაცია.

პროექტის ფარგლებში სპქა-ს ახალგაზრდული ფრაქციის წევრები ახორციელებენ ვიზიტებს დაინტერესებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და ეფექტური ქიმიური ექსპერიმენტების დემონსტრირებას.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ქიმიური ან მონათესავე სპეციალობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV ელფოსტით: contact@chemistry.ge.