ნობელიანტები ქიმიაში

 

როდერიკ მაკინონი (Roderick MacKinnon )

 

დაბადება: 1956-02-19 (მასაჩუსეტსი, აშშ)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: როკ ფელერის უნივერისტეტი (ნიუ-იორკი - აშშ)

პრემია:2003

იონური არხების სტრუქტურისა და მექანიზმის აღმოჩენისათვის

 

 

სიცოცხლის ერთ-ერთი ფუნდამენტური პროცესია დამუხტული ატომების (იონების) გადატანა უჯრედების გარე კედლების გავლით, რომლებიც ქმნიან ცოცხალ ორგანიზმებს. იონური არხების სახელით ცნობილი ეს გზები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კუნთებსა და ნერვებში სიგნალების გადაცემისათვის - თუმცა მათი აგებულება დიდი ხნის განმავლობაში ამოუცნობი იყო. 1998 წელს რენტგენული კრისტალოგრაფიის გამოყენებით როდერიკ მაქკინონმა შეძლო იმის დემონსტრირება, თუ როგორ გამოიყურება კალიუმის იონური არხი.

 

ბიოგრაფია

როდერიკ მაქკინონი დაიბადა მასაჩუსეტსში (აშშ). ახალგაზრდობაში იგი სწავლობდა მასაჩუსეტსის დედაქალაქ ბოსტონში. თავდაპირველად იგი შეისწავლიდა ბიოქიმიას ბრადნეის უნივერსიტეტში, მოგვიანებით კი 1982 წელს მიიღო სამედიცინო ხარისხი ტაფტის უნივერსიტეტში. ექიმად მცირე ხნიანი მუშაობის შემდეგ, მაქკინონი 30 წლის ასაკში დაბრუნდა ბრადნეის უნივერსიტეტში მკვლევარად.
1989 წელს გადაინაცვლა ჰარვარდის უნივერსიტეტში, 1996 წელს კი როკფელერის უნივერსიტეტში (ნიუ-იორკი), სადაც მან დაიწყო მუშაობა იმ კვლევაზე რომელმაც ნობელის პრემია მოუტანა.
2003 წელს როდერიკ მაქკინონს პიტერ ერგთან ერთად ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.

 

სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ