ნობელიანტები ქიმიაში
რობერტ ლეფკოვიცი (Robert J. Lefkowitz )
დაბადება: 1943-04-15 (ნიუ იორკი, აშშ)
გარდაცვალება:
ალმა–მატერი: ჰოვარდ ჰიუზის სამედიცინო ინსტიტუტი, დიუკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი. (დურჰამი–ჩრდილოეთ კაროლინა,აშშ)
პრემია:2012
„G-პროტეინთან დაკავშირებული რეცეპტორების შესწავლისთვის“
ჩვენს ორგანიზმში არსებულ უჯრედებს შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფენ ნივთიერებები, რომლებსაც ჰორმონები ეწოდებათ. თითოეულ უჯრედს აქვს მცირე ზომის მიმღები, რომელიც რეცეპტორის სახელითაა ცნობილი და რომელსაც ჰორმონის მიღება შეუძლია.
ამ რეცეპტორებზე დასაკვირვებლად, 1968 წელს რობერტ ლეფკოვიცმა ადრენალინს (ერთ–ერთი ჰორმონი) იოდის რადიოაქტიური იზოტოპი მიაერთა. იზოტოპის მიერ გამოყოფილ რადიაციაზე დაკვირვებით, მან ადრენალინის რეცეპტორი იპოვა და შეისწავლა მისი ფუნქციონირება. მოგვიანებით გაირკვა, რომ არსებობს რეცეპტორთა მთელი „ოჯახი“, რომლებიც ერთნაირად მოქმედებენ და გამოიყურებიან – „G-პროტეინთან დაკავშირებული რეცეპტორები“. დღეს გამოყენებულ მედიკამენტთა დაახლოებით ნახევარი, სწორედ ასეთი ტიპის რეცეპტორებს იყენებს.
2012 წელს რობერტ ლეფკოვცმა ბრაიან კობილკასთან ერთად ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიიღო.
ბიოგრაფია
რობერტ ლეფკოვიცი დაიბადა და გაიზარდა ნიუ იორკში, პოლონური წარმომავლობის ოჯახში. იგი კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა ქიმიას და სურდა გამხდარიყო ექიმი. 1973 წლიდან ის მუშაობდა დიუკის უნივერსიტეტსა და ჰოვარდ ჰიუზის სამედიცინო ინსტიტუტში (დურჰამი–აშშ).
სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ