ნობელიანტები ქიმიაში
არიე ვარშელი (Arieh Warshe )
დაბადება: 1940-11-20 (სდე ნაუმ კიბუცი, რიტანული პალესტინა (ახლანდელი )
გარდაცვალება:
ალმა–მატერი: სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი. (ლოს ანჯელესი,აშშ)
პრემია:2013
„რთული ქიმიური სისტემების მოდელების განვითარებისათვის“
ჩვენს გარშემო არსებული სამყარო შედგება ატომებისაგან, რომელთა შემდგომი გაერთიანება მოლეკულებს აყალიბებს. ქიმიური რეაქციების დროს ატომები ადგილს იცვლიან და ახალ მოლეკულებს ვიღებთ. რეაქციის მიმდინარეობის ზუსტი პროგნოზირებისათვის, იმ ადგილებში სადაც რეაქცია მიმდინარეობს, აუცილებელია კვანტურ მექანიკაზე დაფუძნებული წინასწარი გამოთვლები. მოლეკულათა სხვა ნაწილებისათვის კი შესაძლებელია კლასიკური მექანიკის ნაკლებად რთული გამოთვლების გამოყენება.
1970–იან წლებში არიე ვარშელმა, მარტინ კარპლუსმა და მაიკლ ლევიტსმა წარმატებით შეიმუშავეს კომპიუტერის საშუალებით რეაქციის მიმდინარეობის გამოსათვლელი მეთოდები, რომლებიც აერთიანებდნენ კვანტურ და კლასიკურ მექანიკას.
2013 წელს არიე ვარშელს მარტინ კარპლუსთან და მაიკლ ლევიტსთან ერთად ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.
ბიოგრაფია
არიე ვარშელი დაიბადა სდე ნაუმ კიბუცში, იმდროინდელ ბრიტანულ პალესტინაში (ახლანდელი ისრაელი). იგი სწავლობდა ტექნიონში - ჰაიფაში მდებარე ისრაელის ტექნოლოგიის ინსტიტუტში და 1969 წელს ვეიზმანის მეცნიერების ინსტიტუტში (ქ. რეოვოტი) მიიღო პროფესორის ხარისხი. კემბრიჯის ჰარვარდის უნივერსიტეტში ყოფნის შემდეგ, იგი მუშაობდა ვეიზმანის მეცნიერების ინსტიტუტსა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში, (ინგლისი). 1976 წლიდან იგი მუშაობს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში.
სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ