ნობელიანტები ქიმიაში

 

სტეფან ჰილ (Stefan W. Hell )

 

დაბადება: 1962-12-23 (არადი, რუმინეთი)

გარდაცვალება: 1970-01-01

ალმა–მატერი: მაქს პლანკის ბიოფიზიკური ქიმიის ინსტიტუტი, გერმანია.

პრემია:2014

„მაღალი რეზოლუციის მქონე ფლუორესცენტრული მიკროსკოპის შექმნისთვის“

 

 

ნორმალურ მიკროსკოპებში სინათლის ტალღის სიგრძე ზღუდავს დეტალიზაციის შესაძლებლობას. ასეთი შეზღუდვების აცილება შეგვიძლია ისეთი შეზღუდვების აცილება შესაძლებელია ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომელსაც ფლუორესეცენციის მოვლენას უწოდებენ, რომლის დროსაც გარკვეული ნივთიერება შუქის მოქმედების შედეგად მანათობელი ხდება.

1994 წელს სტეფან ჰელმა შეიმუშავა მეთოდი რომლის დროსაც ერთი სინათლის პულსი იწვევს ფლუორესცენტური მოლეკულების ნათებას, მეორეში კი ყველა მოლეკულა, ძალიან ვიწრო ადგილის გარდა, ბნელდება.

ძალიან მაღალი გარჩევადობის სურათი მიიღება იმ სურათების შერწყმით, რომლებშიც სხვადასხვა მოლეკულები გააქტიურებული. ეს საშუალებას გვაძლევს თვალი ვადევნოთ ცოცხალ უჯრედებში მიმდინარე პროცესებს.

 

ბიოგრაფია

სტეფან ჰელი დაიბადა არადში, რუმინეთი.

1981 წელს ჰელმა დაიწყო სწავლა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში.

1990 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ფიზიკაში.

1991-1993 წლებში მეცნიერი მუშაობდა ჰაიდელბერგში „ ევროპის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში“

2002 წლის 15 ოქტომბერს ჰელი გახდა მაქს პლანკის ბიოფიზიკური ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი.

მეცნიერი ამჟამად მუშაობს ჰაიდელბერგში, გერმანიის სიმსივნის კვლევის ცენტრში.

 

სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ