ნობელიანტები ქიმიაში

 

რობერტ გრაბსი (Robert H. Grubbs )

 

დაბადება: 1942-02-27 (კენტუკი, აშშ.)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (კალიფორნია, აშშ)

პრემია:2005

"ორგანულ სინთეზში მეტათეზისის მეთოდის განვითარებაში წვლილისათვის" 

 

 

ორგანული ნივთიერებები – ნაერთები, რომლებიც ელემენტ ნახშირბადს შეიცავენ – სიცოცხლის საფუძველს წარმოადგენენ. ორგანული ნივთიერებების წარმოქმნის ან სინთეზის დროს მეტათეზისი მნიშვნელოვანი ქიმიური რეაქციაა. მეტათეზისისას ნახშირბადის ატომებს შორის არსებული ორმაგი ბმები წყდება და რეორგანიზდება, ამავე დროს ატომთა ჯგუფები ცვლიან ადგილებს.

1992 წელს რობერტ გრაბსმა აღმოაჩინა მეტალური ნაერთი, რომელიც ხელს უწყობს მეტათეზისს და სტაბილურია ჰაერში.

მეტათეზისმა ხელი შეუწყო ინდუსტრიაში უფრო ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა პროცესების წარმართვას.

2005 წელს რობერტ გრაბსმა ივ შოვინთან და რიჩარდ შროკთან ერთად ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიიღო.

 

ბიოგრაფია

რობერტ გრაბსი დაიბადა კენტუკში (აშშ). 1963-65 წლებში ფლორიდის უნივერსიტეტში სწავლობდა ქიმიას. 1968 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი. სტენფორდის უნივერსიტეტში ერთ წლიანი პოსტ–დოქტორანტული მუშაობის შემდეგ მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე გადავიდა. 1978 წელს კი იგი კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტში გადავიდა.

 

სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ