ნობელიანტები ქიმიაში
ალან მაკდიარმიდი (Alan G. MacDiarmid )
დაბადება: 1927-04-14 (მასტერტონი, ახალი ზელანდია)
გარდაცვალება: 2007-02-07
ალმა–მატერი: პენსილვანიის უნივერსიტეტი, ფილადელფია, აშშ
პრემია:2000
"პოლიმერების გამტარობის აღმოჩენისათვის"
ალან მაკდიარმიდი დაიბადა ახალ ზელანდიაში. 1952 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი არაორგანულ ქიმიაში. მაკდიარმიდი მუშაობდა შოტლანდიის წმინდა ენდრიუსის უნივერსიტეტის ქიმიის სკოლაში ერთი წლის განმავლობაში. მაკდიარმიდმა თავისი კარიერის დიდი ნაწილი გაატარა პენსილვანიის უნივერსიტეტში, ქიმიის ფაკულტეტზე, სადაც მუშაობდა 45 წლის განმავლობაში.
ბიოგრაფია
პლასტმასები შედგება პოლიმერებისგან. პოლიმერი არის დიდი მოლეკულა, რომელიც შედგება გრძელი ჯაჭვისგან, რომელსაც ჰქმნის პატარა მოლეკულები. პლასტმასები არ ატარებენ დენს, თუმცა 1970 წლის ბოლოს ალან ჰეგერმა, ალან მაკდიარმიდმა და ჰიდეკი შირაკავამ აჩვენეს, რომ შესაძლებელი იყო გამტარი პოლიმერების წარმოებაც. ამისთვის საჭიროა, რომ ჯაჭვში ნახშირბადის ატომებს შორის იყოს ერთმაგი და ორმაგი ბმების მონაცვლეობა. გამტარმა პოლიმერებმა გამოიყენება პოვეს ელექტრონიკაში.
სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ