ნობელიანტები ქიმიაში

 

ახმედ ზევეილი   (Ahmed H. Zewail )

 

დაბადება: 1946-02-26 (დამანჰური, ეგვიპტე)

გარდაცვალება: 2016-08-02

ალმა–მატერი: კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი

პრემია:1999

"გარდამავალი მდგომარეობების შესწავლისათვის, რომლებიც მიიღება ქიმიური რეაქციების დროს ფემტოწამი ტექნიკის გამოტემენებისას."

 

 

აჰმედ ზევეილი დაიბადა დამანჰურში (ეგვიპტე) და გაიზარდა ალექსანდრიაში. ალექსანდრიის უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ, ზევეილი დოქტორის ხარისხის მისაღებად აშშ-ში წავიდა (პენსილვანიის უნივერსიტეტი). კალიფორნიის უნივერსიტეტში მუშაობის გარკვეული პერიოდის შემდეგ, იგი 1976 წელს პასადენას ტექნოლოგიის უნივერსიტეტში გადავიდა.

 

ბიოგრაფია

ქიმიური რეაქციები, რომლის დროსაც ნივთიერებების შემადგენელი ატომები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ და ახალ ნაერთად გარდაიქმნებიან, ბუნების ერთ-ერთი ფუნდამენტური პროცესია. ეს პროცესი შესაძლებელია, რადგან მოლეკულის შემადგენლობაში მყოფი ატომები მუდმივად ვიბრირებენ. ამ ვიბრაციებს შორის პერიოდი ძალიან მცირეა, 10-100 ფემტოწამი. 1980-იანი წლების ბოლოს აჰმედ ზევეილმა შეიმუშავა მეთოდი ქიმიური რეაქციების დეტალურად შესწავლისათვის. სინათლის ციმციმების რამდენიმე ფემტოწამის განმავლობაში წარმოქმნისათვის გამოყენებული ლაზერული სპექტროსკოპით, შესაძლებელი გახდა ქიმიური რეაქციების მიმდინარეობის აღწერა.

 

სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ  



s