ნობელიანტები ქიმიაში

 

რობერტ ქერლი (Robert F. Curl Jr. )

 

დაბადება: 1933-08-23 (ტეხასი, აშშ)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: რაისის უნივერსიტეტი, ჰიუსტონი, აშშ.

პრემია:1996

"ფულერენების აღმოჩენისათვის"

 

 

რობერტ ქერლი დაიბადა ტეხასში (აშშ). 1954 წელს რაისის უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის ხარისხი, ხოლო სამი წლის შემდეგ კალიფორნიის უნივერსიტეტში დაასრულა სადოქტორო კვლევა ქიმიაში.

 

ბიოგრაფია

ნახშირბადი ელემენტია, რომელიც მრავალი განსხვავებული ფორმითაა გავრცელებული. მაგალითად, ბუნებაში გვხვდება გრაფიტისა და ალმასის სახით. 1985 წელს რობერტ ქერლმა, რიჩარდ სმელმა და ჰაროლდ კროტომ გრაფიტის ზედაპირი ლაზერული იმპულსებით ისე დაასხივეს რომ ნახშირბადის აირი წარმოიქმნა. ნახშირბადის აირის შედედებისას წარმოიქმნა 60 და 70 ნახშირბადის ატომის შემცველი აქამდე უცნობი სტრუქტურები. ყველაზე გავრცელებულ სტრუქტურაში ნახშირბადის ატომთა რიცხვი 60-ს შეადგენდა, რომლებიც განთავსებული იყო სფეროს კიდეებში.
ასეთ სტრუქტურებს ფულერენი უწოდეს, არქიტექტორ ბაკმინსტერ ფულერის პატივსაცემად, რომელიც ამ გეომეტრიულ ფორმაზე მუშაობდა

 

სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ