ნობელიანტები ქიმიაში
რიჰარდ ერნსტი (Richard R. Ernst )
დაბადება: 1933-08-14 (ვინტერტური, შვეიცარია., შვეიცარია)
გარდაცვალება: 2021-06-04
ალმა–მატერი: შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტი. ციურიხი, შვეიცარია
პრემია:1991
"მაღალი სიზუსტის ბირთვულ მაგნიტური რეზონანსული სპექტრომეტრიის მეთოდოლოგიის განვითარებაში წვლილისათვის"
ატომის ბირთვში არსებული პროტონები და ნეიტრონები პატარა მბრუნავი მაგნიტების მსგავსად იქცევიან. შესაბამისად, ატომები და მოლეკულები მაგნიტურ ველში გარკვეულ ორიენტაციას იღებენ. თუმცა, ეს შესაძლოა განადგურდეს გარკვეული სიხშირის რადიოტალღებით, რომლებიც სხვადასხვა ატომებისათვის არის დამახასიათებელი. ისინი ცნობილია როგორც რეზონანსული სიხშირეები, რომლებზეც ატომთა ქიმიური გარემოც ახდენს გავლენას. შედეგად, ეს ფენომენი შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მოლეკულების შემადგენლობისა და სტრუქტურის დასადგენად. ამის მისაღწევად, რიჩარდ ერნესტმა 1960-იან და 1970-იან წლებში შეიმუშავა მაღალი გარჩევადობისა მეთოდები.
ბიოგრაფია
რიჩარდ ერნესტი დაიბადა შვეიცარიაში. ქიმიის ბაკალავრისა (1957 წელი) და დოქტორის (1962 წელი) ხარისხები მან ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტში მიიღო.
1963-68 წლებში მუშაობდა მკვლევარ ქიმიკოსად პალო ალტოში (კალიფორნია).
1966 წელს ერნსტმა ამერიკელ კოლეგასთან ერთად მუშაობისას აღმოაჩინა, რომ ბირთვულ მაგნიტური რეზონანსის (NMR) ტექნიკის მგრძნობელობა შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს, თუ NMR სპექტროსკოპიაში ტრადიციულად გამოყენებულ ნელ, ფართო რადიოტალღებს ჩაანაცვლებდა მოკლე, ინტენსიური იმპულსებით.
1968 წელს რიჩარდ ერნესტი დაბრუნდა შვეიცარიაში, რათა თავის ალმა-მატერში ესწავლებინა.
სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ