ნობელიანტები ქიმიაში
დადლი რობერტ ჰერშბახი (Dudley R. Herschbach )
დაბადება: 1932-06-18 ( სან ხოსე, აშშ, აშშ)
გარდაცვალება:
ალმა–მატერი: ჰარვარდის უნივერსიტეტი, კემბრიჯი, აშშ
პრემია:1986
“ქიმიური ელემენტარული პროცესების დინამიკაში შეტანილი წვლილისათვის“
დადლი ჰერშბახი 1932 წლის 18 ივნისს დაიბადა კალიფორნიაში.
ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები სტენფორდის უნივერსიტეტში, ხოლო ფიზიკური ქიმიის დოქტორის ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტში მიიღო 1958 წელს. 1959-63 წლებში ასწავლიდა კალიფორნიის უნივერსიტეტში.
ბიოგრაფია
ბუნების ერთ-ერთ ფუნდამენტურ პროცესს წარმოადგენენ ისეთი ქიმიური რეაქციები, რომლებშიც ატომებისაგან შემდგარი მოლეკულები ერთმანეთს ეჯახებიან და ახალ ნაერთებს წარმოქმნიან.
1960-იანი წლების მიწურულს დადლი ჰერშბახმა და იუან ლიმ დაიწყეს ქიმიური რეაქციების დინამიკის გულდასმით შესწავლისათვის მეთოდების შემუშავება. ფიქსირებული ენერგიის მქონე მოლეკულათა სხივები ისე მოეწყო, რომ მათ ერთმანეთი გადაეკვეთათ. სხივების გადაკვეთის ადგილას კი ქიმიური რეაქციები წარმოიქმნა. წარმოქმნილი მოლეკულების მოძრაობის, მასისა და ენერგიის გაზომვით, რეაქციათა გამოსახვაა შესაძლებელი.
სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ