ბატონი გოგი იყო ჩემი არა მარტო, ქიმიის, არამედ მთელი ცხოვრების მასწავლებელი. ჩემი ქართული ენაც კი მისი ლექსიკით იქნა გაჯერებული. მახსოვს, სადისერტაციო ნაშრომი ოპონენტს რომ მივუტანე, მკითხა, რუსული სკოლა გაქვს დამთავრებულიო. მივხვდი, რატომაც მეკითხებოდა და ვიცრუე. უფრო მეტიც, ისე მოხდა რომ დისერტაციას კათედრიდან ორი ერთდროულად ვიცავდით. დრო ძალიან ცოტა გვქონდა და ერთმანეთს “შავ” სამუშაოში ხშირად ვეხმარებობით. მისი დისერტაციის ლიტერატურის მიმოხილვაში სამ ხაზიანი აბზაცის დაბეჭდვა მე მომიწია. მეორე დღეს ვზივარ ბატონი გოგის წინ და იგი კითხულობს ამ ლიტერატურის მიმოხილვას, ისე  რომ მეც მასმენებს. ის აბზაცი რომ წაიკითხა, მომენტალურად შეჩერდა, მე შემომხედა და მკითხა:

-Это ты написал?

ცოტა დავიბენი, მაგრამ ტყუილი ვერ ვიკადრე და გაუბედავად დავუქნიე თავი. ბატონმა გოგიმ ერთხელ კიდევ გადაიკითხა ის აბზაცი და თავისთვის ჩაილაპარაკა:

-Да, это верно, это мой стил.- და გააგრძელა კითხვა თავისთვის...

ასე იყო ყოველთვის, მას არასოდეს არაფერი გამოეპარებოდა ხოლმე.