რიმა პაპავამ 59 წელი გაატარა მშობლიური უნივერსიტეტის კედლებში.ყოველთვის სხვათა მიმართ კეთილგანწყობილი, მათგანაც დიდი სიყვარულითა და პატივისცემით იყო გარემოსილი. გარდა იმისა, რომ ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა, აღზარდა მომავალი მკვლევარები, მეცნიერები, მასწავლებლები. იყო გულისხმიერი პედაგოგი, უყვარდა ახალგაზრდები, რომლებსაც მთელ თავის ცოდნასა და გამოცდილებას უშურველად გადასცემდა.
რიმა პაპავა
- სამუშაო ადგილი
- -
- ალმა-მატერი
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- დაბადების თარიღი
- 18 მარტი
მოკლე ბიოგრაფია
რიმა პაპავა დაიბადა თბილისში 1930 წლის 18 მარტს. 1948 წელს მან წარჩინებით (ოქროს მედალზე) დაამთავრა ქ.თბილისის IV ქალთა სკოლა და პირადპირი წესით (უგამოცდოდ) ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტეზე, რომელიც დაამთავრა 1953 წელს. იმავე წელს ჩააბარა სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის ორგანული ქიმიის კათედრის ასპირანტურაში. 1960 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. მინიჭებული აქვს დოცენტის წოდება. 1954 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა ორგანული ქიმიის ფაკულტეტზე. 2013 წელს მიიწვიეს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ორგანული ქიმიის კურსს.
