მემატიანე - ბიოგრაფია
ომარ მუკბანიანი
პროფესორი
ალმამატერი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დაბადების თარიღი: 07-04-1948
გარდაცვალების თარიღი: 18-01-2022
მოკლე ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1971 წელს; 1976 წელს - ასპირანტურა (ა.ნ. ნესმიანოვის სახელობის სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ელემენტორგანულ ნაერთთა ქიმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, მოსკოვი).
1972-1973წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქიმიის ფაკულტეტი, მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრა, მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1985წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-1993წწ. დოცენტი; 1994-2000წწ. პროფესორი; 1997-2006წწ. სოხუმის უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი, ორგანული ქიმიის კათედრა, პროფესორი, კათედრის გამგე; 2000 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაკრომოლეკულების ქიმიის კათედრა, პროფესორი, კათედრის გამგე; 2002-2006წწ. მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრა, "ჰეტეროჯაჭვური პოლიმერებისა და პოლიმერული კომპოზიციების სამეცნიერო-საკვლეო ლაბორატორია", სამეცნიერო ხელმძღვანელი. სხვადასხვა წლებში იყო მიწვეული პროფესორი ქ. კაუნასი (ლიეტუვა); გრონინგენის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები); ქ. მიუნსტერი ( გერმანია, არაორგანული და ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტი); ქ. მაინცი (გერმანია, მაქს-პლანკის სახელობის პოლიმერების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი); საარბრუკენის უნივერსიტეტი (საარბრუკენი, გერმანია); იენის უნივერსიტეტი ( გერმანია); ბუდაპეშტის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (ბუდაპეშტი, უნგრეთი). კვლევის თემა: სხვადასხვა ციკლური სტრუქტურის მაკრომოლეკულების შემცველი ორგანოსილოქსანური თანაპოლიმერები და ბლოკ-თანაპოლიმერები. მიღებული აქვს ჯილდოები მეცნიერების დარგში. 430-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1995).
წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.81; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია: tsu.ge; icsp4.tsu.ge; facebook.com
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- დ. მენდელეევის საქართველოს ქიმიური საზოგადოება, წევრი (1971-1991)
- ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია (აშშ), წევრი (1996-)
- საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, წევრი (2008-)
- საქართველოს ქიმიური საზოგადოება, წევრი (1992-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2003 - ღირსების ორდენი
- 1983 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში ასაუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისათვის
ბიბლიოგრაფია
- პრაქტიკუმი პოლიმერულ მასალებში (თანაავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2012. - 276გვ. . - ISBN: 9789941132384
- ქიმია : სახელმძღვ. (თანაავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2011. - 444გვ.. - ISBN: 9789941131967
- სამედიცინო დანიშნულების სილიციუმორგანული ნაერთები : დამხმ. სახელმძღვ. სტუდ. (თანაავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2011. - 232გვ.. - ISBN: 9789941172885
- პოლიმერული მასალები : სახელმძღვ. (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2011. - 738გვ.
- პოლისილილენები (ავტორი). - თბილისი, სახ. უნ-ტის გამ-ბა, 2004. - 168გვ. . - ISBN: 9994020056