მემატიანე - ბიოგრაფია

იოსებ (ბიჭი) ჩიკვაიძე

პროფესორი

ალმამატერი:  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაბადების თარიღი:  14-01-1946

გარდაცვალების თარიღი:  11-02-2026

 

 

მოკლე ბიოგრაფია

იოსებ (ბიჭი) ჩიკვაიძე დაიბადა 1946 წლილს 14 იანვარს ქალაქ თბილისში.

1964 წელს დაამთავრა კობახიძის სახელობის მე-5 გიმნაზია ოქროს მედალზე.

1964 - 1969 წლებში სწავლბდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქიმიის ფაკულტეტზე. 

1972 წელს, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანული და ბუნებრივ ნაერთთა ქიმიის კათედრაზე უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო შემდეგ  - ლაბორანტად.

1978 - 1981 წლებში   სწავლობდა  მოსკოვის ქიმია-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1981 წელს, პროფესორ ნ. ნ .სუვოროვის ხელმძღვანელობთ, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „სინთეზური გამოკვლევა 5,5’-ბის-1H-ინდოლის, ბის(ინდოლილ-5)მეთანისა და ბის(ინდოლილ-5)სულფონის რიგში“.

1996 წელს - დაიცვა სადოქტორო დისერტაცია: „გამოკვლევები არასიმეტრიული ბის-ინდოლილების, არილ- და პიროლოინდოლების სფეროში“.

1984-1997 წლებში იყო დოცენტი, 1997-2006 - პროფესორი, 2007-2022 ასოცირებული პროფესორი, 2022 წლიდან სრული პროფესორი, ორგანული და ბუნებრივ ნაერთთა ქიმიის კათედრის გამგე, ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თსუ ხარისხის სამსახურის წარმომადგენელი ქიმიის დეპარტამენტში.

პროფ. იოსებ ჩიკვაიძე იყო საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი; საქართველოს ქიმიური საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი; საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის გამგეობის წევრი და დამფუძნებელი; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახ. უნი­­ვე­­­რ­სიტეტის ქიმიის დარგის სა­დი­სერტაციო საბჭოს წევრი.

იყო საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების „ქიმია“ , ასევე მოდული „ნავთობის ქიმია“ , „ბუნებრივ ნაერთთა  ქიმია“  ხელმძღვანელი.

პროფესორი იოსებ ჩიკვაიძე იყო 9 სადოქტორო (საკანდიდატო) დისერტაციის,   20-მდე სა­მა­­გი­სტ­რ­­ო, 40-მდე საბაკალავრო და სადიპლომო ნაშრომის ხელმძღვანელი. 10-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ოპონენტი-რეცენზენტი. იგი იყო 276 სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის 9 სახელმძღვანელოს ავტორი. 

პროფესორი იოსებ ჩიკვაიძე იყო არაერთი სამეცნიერო გამოგონების ავტორი.

40 წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ორგანული და ბუნებრივ ნაერთთა ქიმიის კათედრაზე ორგანული ქიმიის სხვადასხვა დისციპლინებში.

 

შრომითი საქმიანობის 55 წელზე  მეტი ხნის განმავლობაში მიღებული აქვს არაერთი ჯილდო:

  • 2021 ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედალი
  • 2012წ - საქართველოს რესპუბლიკის ღირსების ორდენი.
  • 2012 წ - საქართველოს მეც­ნი­ე­რებათა ეროვნული აკა­დე­მიის  პ. მელი­ქი­შ­ვი­ლის სა­ხე­ლობითი პრემია 2007-2011წწ გა­მო­ქ­ვე­ყ­ნე­ბული ნაშ­რომ­თა ციკლისთვის - „აზოტშემცველი პო­ტე­ნცი­ური ბიოლოგიური აქტიუ­რო­ბის  მქონე არო­მა­ტული ჰეტეროციკლური სისტე­მები: სინთეზი, თვისებები, სკრინინ­გი.
  • 1995-1998წწ საერთაშო­რი­სო სამეც­ნიე­რო საზოგადოების (ჯ. სოროსი),  დოცენტის სტიპენდია.