ემზარ ლომიძე დაიბადა 1950 წელს ქ. ფოთში. 1967 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ მან ჩააბარა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1972 წელს. 1973 წელს მან მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში.1985 წელს ემზარ ლომიძემ დაიცვა საკანდიტატო დისერტაცია.
ემზარი პარალელურად დაკავებული იყო პედაგოგიური საქმიანობითაც. 1979-1984 წლებში იყო ქიმიის მასწავლებელი თბილისი 1-ელ საშუალო სკოლაში. 2010 წლიდან იყო სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული მოსწავლეთა ქიმიის სასწავლო ოლიმპიადის, ქიმიის პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდის და ქიმიაში ერთიანი ეროვნული გამოცდის გამსწორებელი, ხოლო 2011 წლიდან _ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქიმიის მასწავლებელთა ტრენინგების კონსულტანტი; მასწავლებელთა ტრენერი.2012 წლიდან სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქიმიის ჯგუფის სპეციალისტი.
ემზარ ლომიძე გარდაიცვალა 2021 წელს.
