დევი უგრეხელიძე დაიბადა 1936 წელს პადაგოგების ოჯახში.

1954 წელს მან დაამთავრა თბილისის ვაჟთა 32-ე სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე.

1961-1964 წლებში სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრის ასპირანტურაში.

1964 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1965 წელს აკადემიკოს სერგი დურმიშიძის მიწვევით სათავეში ჩაუდგა საქართველოს მეცნიერებთა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ქსენობიოქიმიის ლაბორატორიას, პარალელურად მუშაობდა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრაზე.

1974 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1977 წელს კი მიენიჭა პროფესორის წოდება.

1975-1996 წლებში მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ბიოორგანული კათედრის გამგედ.

1996-2006 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად.

1988 წელს დევი უგრეხელიძე არჩეულ იქნა საქართველოს მეცნირებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.

დევი უგრეხელიძე გარდაიცვალა 2012 წელს.