ემზარ ლომიძე
ძნელია ემზარზე ისაუბრო წარსულ დროში. ეს იყო უღალატო ადამიანი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მე და გია ხატისაშვილმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში დავიწყეთ მუშაობა მარლენ გორდეზიანის ლაბორატორიაში. იქ ემზარიც მუშაობდა. ის იყო ჩვენი უფროსი მეგობარი, ყველანაირ საქმეში გვერდში გვედგა. მოგვიანებით მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ წიგნის “ქიმია გაღრმავებული კურსის“ დახვეწაში დამეხმარა.…
