დავით გონაშვილი
მართლაც ძნელი ყოფილა მეგობარზე წარსული დროით საუბარი. მე და დათომ ერთ წელს ჩავაბარეთ, სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯგუფში ვიყავით, ახლო მეგობრები ვიყავით და საერთოდ ჩვენი კურსის ბიჭებს (გია ხატისაშვილი, ზაზა კეჭაყმაძე, დავით საბელაშვილი, მე და დათო გონაშვილი) ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან, რომელიც ახლაც გრძელდება. ჩვენი ბიჩოკა (ასეთი ზედმეტსახელი შევარქვით დათოს) გამორჩეული იყო. ადამიანებთან კომუნიკაციის…
