ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

sequential detection in glow discharge optical emission spectrometry თანამიმდევრული დეტექტირება მღვივარი განმუხტვის ოპტიკური ემისიის სპექტრომეტრიაში
Analytical chemistry ანალიზური ქიმია

Sequential spectrometers use a dispersive element (grating) in combination with entrance and exit slits
for selection of specific wavelengths.

Note: Geometric arrangements include the Czerny–Turner and the Ebert-geometry, both offering high
resolution measurements. However, they do not permit simultaneous recording of different spectral
lines, even for single emission line intensity, and adjacent spectral background has also to be measured
sequentially.

თანამიმდევრული სპექტრომეტრები კონკრეტული ტალღის სიგრძეების შესარჩევად
იყენებენ დისპერსიულ ელემენტს (მესერს) შესასვლელ და გამოსასვლელ ჭრილებთან
ერთად.


შენიშვნა: გეომეტრიულ სქემებში შედის ჩერნი-ტერნერის და ებერტის გეომეტრია.
ორივე უზრუნველყოფს გაზომვების მაღალ გარჩევადობას. თუმცა, ისინი არ იძლევა
სხვადასხვა სპექტრული ხაზების ერთდროული აღრიცხვის საშუალებას, თუნდაც ერთი
ემისიის ხაზისათვის. მიმდებარე სპექტრული ფონი ასევე თანამიმდევრულად უნდა
გაიზომოს.

Source | წყარო:
B. Hibbert, Compendium of terminology in analytical chemistry. Cambridge: Royal Society Of Chemistry, 2019.