ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

self-absorption ავტოაბსორბცია

Occurs in emission sources of finite thickness when radiant energy quanta emitted by atoms (or molecules) are absorbed by atoms of the same kind present in the same source. The absorbed energy is usually dissipated by collisional transfer of energy, or through emission of radiant energy of the same or other frequencies. In consequence, the observed radiant intensity of a spectral line (or band component) emitted by a source may be less than the radiant intensity would be from an optically thin source having the same number of emitting atoms. Self-absorption may occur in all emitting sources to some degree, whether they are homogeneous or not.

წარმოიქმნება სასრული სისქის ემისიის წყაროებში, როდესაც ატომების (ან მოლეკულების) გამოსხივებული ენერგიის კვანტები შთაინთქმება იმავე წყაროში არსებული იმავე ტიპის ატომებით. აბსორბირებული ენერგია, როგორც წესი, გაიბნევა ენერგიის შეჯახებითი გადაცემით, ან იმავე ან სხვა სიხშირის სინათლის ენერგიის გამოსხივების გზით. შედეგად, წყაროს მიერ გამოსხივებული სპექტრული ხაზის (ან კომპონენტის ზოლის) დაკვირვებული გამოსხივების ინტენსივობა შეიძლება იყოს ნაკლები, ვიდრე ატომების იმავე რაოდენობის მქონე ოპტიკურად თხელი წყაროდან მიღებული გამოსხივების ინტენსივობა. გარკვეული ხარისხით ავტოაბსორბცია შეიძლება მოხდეს ყველა გამოსხივების წყაროში, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა ის.

Source | წყარო:
1. Orange Book, p. 242 2. PAC, 1996, 68, 2223 (Glossary of terms used in photochemistry (IUPAC Recommendations 1996)) on page 2273 3. PAC, 1994, 66, 2513 (Nomenclature for radioanalytical chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 2525 4. PAC, 1982, 54, 1533 (Glossary of terms used in nuclear analytical chemistry (Provisional)) on page 1552 5. PAC, 1985, 57, 1453 (Nomenclature, symbols, units and their usage in spectrochemical analysis - V: Radiation sources (Recommendations 1985)) on page 1464