ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

selectivity coefficient, kA/B სელექციურობის კოეფიციენტი, kA/B
in ion exchange chromatography იონმიმოცვლის ქრომატოგრაფიაში
The equilibrium coefficient obtained by application of the law of mass action to ion exchange and characterizing quantitatively the ability of an ion exchanger to select one of two ions present in the same solution. The ions involved in the exchange should be specified as subscripts. Examples:

Exchange: Mg2+ – Ca2+

Exchange: SO42− – Cl

In the above equations subscript S refers to the ion exchanger (“stationary phase”) and M to the external solution (“mobile phase”). For exchanges involving counter-ions differing in their charges, the numerical value of kA/B depends on the choice of the concentration scales in the ion exchanger and the external solution (molal scale, molar scale, mole fraction scale, etc.). Concentration units must be clearly stated for an exchange of ions of differing charges. The corrected selectivity coefficient  (kA/Ba) is calculated in a way identical to the selectivity coefficient except that the concentrations in the external solutions are replaced by activities. This term should not be used as a synonym for separation factor.
წონასწორობის კოეფიციენტი, რომელიც მიღებულია იონური მიმოცვლისათვის მოქმედ მასათა  კანონის გამოყენებით და რაოდენობრივად ახასიათებს იონიტის  უნარს, შეარჩიოს ერთსა და იმავე ხსნარში არსებული ორი იონიდან ერთი. მიმოცვლაში ჩართული იონები უნდა იყოს მითითებული ინდექსების სახით. მაგალითები:

მიმოცვლა: Mg2+ – Ca2+

მიმოცვლა:: SO42− – Cl

ზემოთ  მოყვანილ განტოლებებში S ინდექსი აღნიშნავს იონიტს („სტაციონარული ფაზა“) და M გარე გამხსნელს („მობილური ფაზა“). იონმიმოცვლაში, რომლის დროსაც გამოიყენება გასხვავებული მუხტის მქონე წინაღიონები, kA/B-ის რიცხობრივი მნიშვნელობა დამოკიდებულია იონიტსა და გარე ხსნარში კონცენტრაციის შკალების არჩევანზე (მოლალური შკალა, მოლური მასშტაბი, მოლური წილის შკალა და ა.შ.). კონცენტრაციის ერთეულები მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული სხვადასხვა მუხტის იონების მიმოცვლისას. შესწორებული სელექციურობის კოეფიციენტი (kA/Ba) გამოითვლება სელექციურობის კოეფიციენტის ანალოგიურად, მხოლოდ მაშინ, როცა გარე ხსნარებში კონცენტრაციები ჩანაცვლებულია აქტივობებით.

ეს ტერმინი არ უნდა გამოვიყენოთ “დაყოფის კოეფიციენტის” სინონიმად.

Source | წყარო:
  1. PAC, 1993, 65, 819 (Nomenclature for chromatography (IUPAC Recommendations 1993)) on page 857
  2. PAC, 1993, 65, 2373 (Nomenclature for liquid-liquid distribution (solvent extraction) (IUPAC Recommendations 1993)) on page 2385