ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება

| photoelectron spectroscopy | ფოტოელექტრონული სპექტროსკოპია |
A spectroscopic technique which measures the kinetic energy of electrons emitted upon the ionization of a substance by high energy monochromatic photons. A photoelectron spectrum is a plot of the number of electrons emitted versus their kinetic energy. The spectrum consists of bands due to transitions from the ground state of an atom or molecular entity to the ground and excited states of the corresponding radical cation. Approximate interpretations are usually based on "Koopmans theorem" and yield orbital energies. PES and UPS (UV photoelectron spectroscopy) refer to the spectroscopy using vacuum ultraviolet sources, while ESCA (electron spectroscopy for chemical analysis) and XPS use X-ray sources. |
სპექტროსკოპიული მეთოდი, რომელიც ზომავს მაღალი ენერგიის მონოქრომატული ფოტონებით ნივთიერების იონიზაციისას გამოსხივებული ელექტრონების კინეტიკურ ენერგიას. ფოტოელექტრონული სპექტრი არის გამოსხივებული ელექტრონების რაოდენობისა და მათი კინეტიკური ენერგიის ურთიერთდამოკიდებულების დიაგრამა. სპექტრი შედგება ზოლებისგან, რომლებიც გამოწვეულია ატომის ან მოლეკულური ერთეულის ძირითადი მდგომარეობიდან შესაბამისი რადიკალური კატიონის ძირითად და აღგზნებულ მდგომარეობაში გადასვლებით. მიახლოებითი ინტერპრეტაციები, როგორც წესი, ეფუძნება „კუპმანის თეორემას“ და იძლევა ორბიტალურ ენერგიებს. ფოტოელექტრონული სპექტროსკოპიისა და ულტრაიისფერი ფოტოელექტრონული სპექტროსკოპიის დროს გამოიყენება ვაკუუმის ულტრაიისფერი წყაროები, ხოლო ქიმიური ანალიზის ელექტრონული სპექტროსკოპიისა და რენტგენულ-ფოტოელექტრონული სპექტროსკოპიის დროს - რენტგენის წყაროები. |
Source | წყარო:
|
|





