ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
oxidation | ჟანგვა |
All oxidations meet criteria 1 and 2, and many meet criterion 3, but this is not always easy to demonstrate. Alternatively, an oxidation can be described as a transformation of an organic substrate that can be rationally dissected into steps or primitive changes. The latter consist in removal of one or several electrons from the substrate followed or preceded by gain or loss of water and/or hydrons or hydroxide ions, or by nucleophilic substitution by water or its reverse and/or by an intramolecular molecular rearrangement. This formal definition allows the original idea of oxidation (combination with oxygen), together with its extension to removal of hydrogen, as well as processes closely akin to this type of transformation (and generally regarded in current usage of the term in organic chemistry to be oxidations and to be effected by ‘oxidizing agents’) to be descriptively related to definition 1. For example the oxidation of methane to chloromethane may be considered as follows:
|
1-ელ და მე-2 კრიტერიუმებს აკმაყოფილებს ჟანგვის ყველა პროცესი, ხოლო მე-3 კრიტერიუმს - მათი დიდი ნაწილი, მაგრამ ამის დემონსტრირება ყოველთვის არ არის ადვილი. ალტერნატიულად, ჟანგვა შეიძლება შეფასდეს, როგორც ორგანული სუბსტრატის გარდაქმნა, რომელიც რაციონალურად შეიძლება დაიყოს საფეხურებად ან მარტივ გარდაქმნებად. ეს უკანასკნელი მოიცავს სუბსტრატიდან ერთი ან რამდენიმე ელექტრონის მოცილებას, რასაც წინ უძღვის ან მოჰყვება წყლის და/ან ჰიდრონის, ან ჰიდროქსიდ-იონების მიერთება ან დაკარგვა, ან ნუკლეოფილური ჩანაცვლება წყლით ან მისი საპირისპირო და/ან შიგამოლეკულური გადაჯგუფებით. ამ ფორმალური განსაზღვრებით ტერმინი მოიცავს როგორც ჟანგვის თავდაპირველ განმარტებას (ჟანგბადთან დაკავშირება), ასევე მის განვრცობას (წყალბადის მოცილება და მსგავსი ტიპის გარდაქმნები, მათ შორის ისინიც, რომლებიც ზოგადად თანამედროვე ორგანულ ქიმიაში ჟანგვად იწოდება და „მჟანგავებით″ ხორციელდება და ტერმინის 1-ელი განმარტებით აღიწერება). მაგა., მეთანის ჟანგვა ქლორმეთანამდე შეიძლება შემდეგნაირად იყოს განხილული:
|
Source | წყარო: PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1148 |