ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

non-crystalline electrodes არაკრისტალური ელექტროდები
Electrodes in which a support matrix, containing an ion exchanger (either cationic or anionic), a plasticizer solvent, and possibly an uncharged, selectivity-enhancing species, forms the ion-selective membrane which is usually interposed between two aqueous solutions. The support used can be either macroporous [e.g. poly(propylene carbonate) filter, glass frit, etc.] or microporous (e.g. “thirsty” glass or inert polymeric material such as PVC) yielding with the ion-exchanger and the solvent a “solidified” homogeneous mixture. These electrodes exhibit a response due to the presence of the ion-exchange material in the membrane. The solvent-polymeric-membrane is an example. ელექტროდები, რომლებშიც იონმიმომცვლელის (კატიონურ ან ანიონურ), გამხსნელ-პლასტიფიკატორის,  და შესაძლოა უმუხტო, შერჩევითობის გამაძლიერებელი ნაწილაკების შემცველი მატრიცა წარმოქმნის იონსელექციურ მემბრანას, რომელსაც ჩვეულებრივ ორ წყალხსნარს შორის ათავსებენ. გამოყენებული სარჩული შეიძლება იყოს მაკროფოროვანი [მაგალითად, პოლი(პროპილენკარბონატის) ფილტრი, მინის ფილტრი და ა.შ.] ან მიკროფოროვანი (მაგალითად, დეჰიდრატირებული მინა ან ინერტული პოლიმერული მასალა, როგორიცაა პოლივინილქლორიდი), რომელიც იონმომომცვლელთან და გამხსნელთან ერთად იძლევა „გამყარებულ“ ერთგვაროვან ნარევს. მემბრანაში იონმიმომცვლელი მასალის არსებობის გამო ამ ელექტროდებში საპასუხო სიგნალი აღიძვრება. მაგალითს წარმოადგენს ხსნადი პოლიმერული მემბრანა.
Source | წყარო:
PAC, 1994, 66, 2527 (Recommendations for nomenclature of ionselective electrodes (IUPAC Recommendations 1994)) on page 2534