ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
mobile adsorption | მოძრავი ადსორბცია |
A situation in which molecules of adsorbate are free to move about the surface. Mobility of the adsorbate will increase with temperature and mobile adsorption may be either localized or nonlocalized. In localized mobile adsorption the adsorbate spends most of the time on the adsorption sites but can migrate or be desorbed and readsorbed elsewhere. In non-localized adsorption the mobility is so great that a small fraction of the adsorbed species is on the desorption sites and a large fraction at other positions on the surface. | სიტუაცია, როდესაც ადსორბატის მოლეკულები ზედაპირზე თავისუფლად მოძრაობს. ადსორბატის მოძრაობა იზრდება ტემპერატურასთან ერთად, ხოლო მოძრავი ადსორბცია შეიძლება იყოს ლოკალიზებული ან არალოკალიზებული. ლოკალიზებული მოძრავის შემთხვევაში ადსორბატი უფრო ხშირად ადსორბციის ადგილებზე იმყოფება, მაგრამ შეიძლება გადანაცვლდეს ან დესორბირდეს და სხვა ადგილზე ხელახლა ადსორბირდეს. არალოკალიზებული ადსორბციის დროს მოძრაობა იმდენად ინტენსიურია, რომ ადსორბირებული ნაწილაკების მხოლოდ მცირე ნაწილი იმყოფება დესორბციის ადგილებზე, ხოლო უმეტესი ნაწილი - ზედაპირის სხვა ადგილებზე. |
Source | წყარო: PAC, 1976, 46, 71 (Manual of Symbols and Terminology for Physicochemical Quantities and Units - Appendix II. Definitions, Terminology and Symbols in Colloid and Surface Chemistry. Part II: Heterogeneous Catalysis) on page 76 |