ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
micellar catalysis | მიცელური კატალიზი |
The acceleration of a chemical reaction in solution by the addition of a surfactant at a concentration higher than its critical micelle concentration so that the reaction can proceed in the environment of surfactant aggregates ( micelles ). (Rate enhancements may be due, for example, to higher concentration of the reactants in that environment, more favourable orientation and solvation of the species, or enhanced rate constants in the micellar pseudophase of the surfactant aggregate.) Micelle formation can also lead to a decreased reaction rate. | ქიმიური რეაქციის აჩქარება ხსნარში სურფაქტანტის დამატებით, როდესაც მისი კონცენტრაცია აღემატება მიცელაწარმოქმნის კრიტიკულ კონცენტრაციას, რის შედეგადაც რეაქცია შეიძლება მიმდინარეობდეს სურფაქტანტის აგრეგატების (მიცელების) გარემოში . (სიჩქარის ზრდა შეიძლება განპირობებული იყოს, მაგალითად, ამ გარემოში მორეაგირე ნივთიერებათა უფრო მაღალი კონცენტრაციით, ნაწილაკთა უფრო ხელსაყრელი ორიენტაციითა და სოლვატაციით, ასევე სურფაქტანტის აგრეგატის მიცელურ ფსევდოფაზაში სიჩქარის მუდმივების ზრდით). მიცელების წარმოქმნამ შეიძლება რეაქციის სიჩქარის შემცირებაც გამოიწვიოს. |
See also: catalyst | ასევე იხილეთ: კატალიზატორი |
Source | წყარო: PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1140 |