ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

mesomeric effect მეზომერული ეფექტი
The effect (on reaction rates, ionization equilibria, etc.) attributed to a substituent due to overlap of its p- or π-orbitals with the p- or π-orbitals of the rest of the molecular entity. Delocalization is thereby introduced or extended, and electronic charge may flow to or from the substituent. The effect is symbolized by M. Strictly understood, the mesomeric effect operates in the ground electronic state of the molecule. When the molecule undergoes electronic excitation or its energy is increased on the way to the transition state of a chemical reaction, the mesomeric effect may be enhanced by the electromeric effect, but this term is not much used, and the mesomeric and electromeric effects tend to be subsumed in the term resonance effect of a substituent. ჩამნაცვლებლის გავლენა (რეაქციის სიჩქარეზე, იონიზაციის წონასწორობაზე და ა.შ.), რომელიც გამოწვეულია მისი p- ან π-ორბიტალების გადაფარვით მოლეკულის დანარჩენი ნაწილის p- ან π-ორბიტალებთან. ამის გამო ხდება ელექტრონების დელოკალიზაცია ან არსებული დელოკალიზაციის გაფართოება, რის შედეგადაც ელექტრონული მუხტი შეიძლება გადაიწიოს ჩამნაცვლებლისკენ ან პირიქით. ეფექტის სიმბოლოა M. მკაცრი გაგებით, მეზომერული ეფექტი მოლეკულის ძირითად (ნორმალურ) ელექტრონულ მდგომარეობაში იჩენს თავს. როდესაც მოლეკულა ელექტრონულ აღგზნებას ექვემდებარება ან როდესაც ქიმიური რეაქციის გარდამავალი მდგომარეობის წარმოქმნისას მისი ენერგია იზრდება, მეზომერული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს ელექტრომერული ეფექტით, მაგრამ ეს ტერმინი ხშირად არ გამოიყენება და მეზომერული და ელექტრომერული ეფექტები ერთიანდება ტერმინში „ჩამნაცვლებლის რეზონანსული ეფექტი“.
See also: electronic effect of substituents: symbols and signs | field effect | inductive effect | ასევე იხილეთ: ჩამნაცვლებლების ელექტრონული ეფექტები: სიმბოლოები და აღნიშვნები | ველის ეფექტი | ინდუქციური ეფექტი |
Source | წყარო:

PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1139